სასაფლაოზე მამამთილმა რძალი დაჭრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მამამთილმა რძალი დაჭრა. როგორც ცნობილია, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.