საერთოდ არ იყო სასიამოვნო სანახავი, როდესაც კრიმინალი მელია თავს ესხმის კონკრეტული, მართველი პარტიის თავჯდომარეს – კახა კალაძე კობახიძე-მელიას დაპირისპირებაზე

„ეს იყო სპონტანური გამოსვლა ახალგაზრდების იმ სიბინძურეზე, რაც მელიამ იკადრა და გააკეთა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ევროკაშირის ოფისთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს და იქ „ოცნების” ახალგაზრდული ფრთის აქტივისტების გამოჩენას.

„საერთოდ არ იყო სასიამოვნო სანახავი, როდესაც კრიმინალი თავს ესხმის კონკრეტული მართველი პარტიის თავჯდომარეს ეს ნამდვილად არ იყო მისასალმებელი, ეს იყო სპონტანური გამოსვლა ახალგაზრდების იმ სიბინძურეზე, რაც მელიამ იკადრა და გააკეთა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მსგავს ქმედებაას – პროვოკაციები, ძალადობა, რომელსაც არ აქვს გამართლება.

როგორც კალაძემ აღნიშნა დიპლომატიური კორპუსი მეტად უნდა ჩაერთოს ვითარების განმუხტვაში.

„არა მარტო მელიასთვის ზოგადად,  დიპლომატიური კორპუსი თუ უფრო მეტად ჩართულები იქნებიან და გააკეთებენ განცხადებას იმ ძალადობასთან იმ დესტრუქციასთან, რაც ხდება სამწუხაროდ , ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი.

„ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მსგავსი ქმედება მაგალითად, იგივე აჭარაში მივარდნა, იგივე პროვოკაციები რაც მოაწყვეს არის ძალადობა, რომელსაც არ აქვს გამართლება, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით ჩართულები ამაში, დოპლომატიური კორპუსი თავიანთი მოწოდებებით, იგივე ჩვენ, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი , რომ მიუღებელია ძალადობა, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, ეს ყველაფერი ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ, სამწუხაროა ის რასაც ვხედავთ, ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ და ერთადერთი კანდიდანტი ვარ, ვინც რეალურად საღად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ესაუბრება თბილისელებს იმაზე თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო 4 წლის განმავლობაში , ოპონენტები რითი არიან დაკავებულები – სიძულვილით , ბოროტებით, აგრესიით და ეს ყველაფერი თქვენი ტელევიზიების საშუელბით ხდება სამწუხაროდ“,-აღნიშნა კახა კალაძემ