რუსთავის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, იწყება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება

რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება იწყება.

ინფორმაცია საბჭოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა:

რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანსაწორობის საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების გამო და თანადგომის ნიშნად აინიცირებს დაზარალებულთა მხარდამჭერ აქტივობას.

საბჭოს ინიციატივით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, დღეიდან 9 თებერვლის ჩათვლით, იწყება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება.

დახმარების სურვილის შემთხვევაში თბილი ტანსაცმელი, დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები, საბანი,ბალიში და საკვები(ბავშვთა კვება, მშრალი და დაკონსერვებული საკვები) შეგიძლიათ მოიტანოთ შემდეგ მისამართზე :

ლოკაცია:

რუსთავი, კოსტავას N20
ქალაქ რუსთავის მთავარი ადმინისტრაციული შენობა

საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი:

გვანცა გველებიანი

598658264

წერია ინფორმაციაში ინფორმაციაში.