ბათუმში აფთიაქი დააყაჩაღეს

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით აფთიაქი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციად “მთავარი არხი” ავფცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი თანხას ითხოვდა, თუმცა მოახერხა თუ არა მან ფულის წაღება უცნობია. აფთიაქი რამდენიმე საათის წინ გაიღო.

თანამშრომლებს ყაჩაღობის შესახებ საუბარი არ სურთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.