BBC: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა

BBC-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა.

ზელენსკი შეხვედრას გამართავს პრემიერ მინისტრ რიში სუნაკთან და სიტყვით გამოვა პარლამენტში.

ცნობისთვის, ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია საზღვარგარეთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა და პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდა, ასევე სიტყვით მიმართა კონგრესს.