ქართველებს სურთ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მაგრამ მათი რუსეთის პრემიერ-მარიონეტი წინააღმდეგია – გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო თბილისში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება.

ის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ,,რუსეთის მარიონეტს” უწოდებს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს, კრემლის წინააღმდეგ სანქციების შემოღება.

,,თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. ქართველებს სურთ სანქციების დაწესება რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ მათი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მარიონეტი წინააღმდეგია”, – წერს ანტონ გერაშენკო ..ტელეგრამში”.

ცნობისთვის, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ეს გადაწყვეტილება ,,ეროვნული ინტერესებით” ახსნა. ასევე, თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს.