ბაიდენმა ბლინკენს უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის გამოყოფა დაავალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს დაავალა, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის 350 მილიონი დოლარი გამოყოს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ეს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი მესამე ფინანსური დახმარება.

ცნობისთვის, გუშინ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 40-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე ისაუბრა. მანვე ამერიკას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.