გაერო: უკრაინა 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი აცხადებს, რომ უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

“3 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა უკვე დატოვა თავისი ქვეყანა. უკრაინელ ხალხს უკიდურესად სჭირდება მშვიდობა და მსოფლიოს გარშემო ხალხი ამას ითხოვს. რუსეთმა ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, – განაცხადა გუტიერესმა.