რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დაიწყო

უკრაინის დელეგაცია რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ პრიპიატში ჩავიდა.

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინული მხარის დელეგაციაში ფრაქცია „ხალხის მსახური“ ლიდერი დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი და რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი არიან.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის დელეგაციას წარმოადგენენ რუსეთის ელჩი ბელარუსში ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი. დელეგაციას ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკების მთავარი საკითხია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანა.