მერკელი და მეი ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებენ

 გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამერიკის პრეზიდენტი იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ ამ საბაბით არ უნდა მოხდეს ადამიანების დადანაშაულება გარკვევის გარეშე. მერკელი ტრამპის იმ განცხადებას აკრიტიკებს, რომლის თანახმად 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეესბ აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

ტრამპის პოლიტიკამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის კრიტიკაც დაიმსახურა.

-„იმიგრაციის პოლიტიკა უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით ასეთ გადაწყვეტილებას“-განაცხადა მეიმ.

კომენტარის დატოვება