დავით მაღრაძემ იტალიის პრეზიდენტის ჯილდო მიიღო

თბილისის მერმა კახა კალაძემ  ქართველ პოეტს,  დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტის ჯილდოს – „სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის“ წოდების მიღება მიულოცა.

ჯილდო დავით მაღრაძეს  საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე  იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გადასცა.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართველ პოეტს  წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას ქართველი მწერლები და პოეტები, ხელოვნების წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.