ფორმატის მიხედვით, სამიტში მხოლოდ წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს სამიტზე საქართველოს არდასწრების საკითხზე გააკეთა კომენტარი  და განაცხადა, რომ ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე ქართული მხარე მხოლოდ იმიტომ არ მიემგზავრება, რომ ფორმატის მიხედვით, სამიტში მხოლოდ წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. მისი თქმით ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი იდგეს აქტიურად ნატო-ს დღის წესრიგში.

საქართველოს მთავრობას და საქართველოს აქვს ყველაზე ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, როგორც ასპირანტ ქვეყანას ნატოსთან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი იდგეს აქტიურად ნატო დღის წესრიგში და ეს დასტურდება არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ეს დასტურდება ნატო ოფიციალური პირების სიტყვებით, გენერალური მდივნის სიტყვებით და სხვა ოფიციალური წყაროებით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც იქნა წამოწყებული ოპოზიციის თუ ექსპერტების მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“ – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარის დატოვება