კონფერენციაში 150-მდე ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსი მონაწილეობს

ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. კონფერენცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის პარალელურად, 26-28 მარტს იმართება.

პარლამენტების გენერალური მდივნები ეფექტური საკანონმდებლო საქმიანობისა და საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ საუბრობენ. კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და პარლამენტების აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობენ.

კონფერენციაში 150-მდე ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსი მონაწილეობს.