“დეპუტატთა ნაწილი წინააღმდეგია პანდორას ყუთის გახსნის, მათ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ…”

სოსო მანჯავიძე

პოლიტიკოსი

-ე.წ. “გენდერული კვოტირება” წარმოადგენს საქართველოს საძირკველში ჩადებულ კიდევ ერთ ნელი მოქმედების ნაღმს.

მისი მიღება ჩართავს ამ ნაღმის მექანიზმს და მისი შეჩერება შეუძლებელი გახდება.

ამ ეტაპზე პარლამენტში დეპუტატთა ნაწილი წინააღმდეგია ამ პანდორას ყუთის გახსნისა და მათ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ,რათა ამ თავგასულმა ლიბერალებმა ვერ გაბედონ “მათრახისა და თაფლაკვერის” პოლიტიკით თავისი მიზნის მიღწევა,როგორც ეს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს გააკეთეს.

დღეს პარლამენტართათვის გაგზავნილი წერილის ხელისმომწერთა ჯგუფი ბატონ გედევან ფოფხაძეს შევხვდით და კონკრეტული გეგმები დავსახეთ ამ მიმართულებით.

ამავე დროს ბოლო უნდა მოვუღოთ საქართველოს ნარკოსამოთხედ და და სასამართლო სისტემის “შპს სასამართლოდ” გადაქცევის პროცესს..

პოლიტიკური კოლაფსი საქართველოში უნდა დასრულდეს და კვალიფიციურმა და წესიერმა ხალხმა თავი მოიყაროს”.

წერილი იხ.

https://www.gmtv.ge/37530-2/