უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი „პლანტას“ სასათბურე კომპლექსი

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი საზოგადოებას წარუდგენს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილ „პლანტას“ სასათბურე კომპლექსს.  

12 ჰექტარზე გაშენებულ მაღალტექნოლოგიურ სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებენ საქართველოს პრემიერმინისტრი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მედია და სტუმრები დიპლომატიური კორპუსიდან.

კომენტარის დატოვება