დღეს 18 დეკემბერს 19 საათზე მდუმარე აქცია იმართება შსს-ს შენობასთან

მარიამ ახალკაცი

“ამ სისტემის დედაც”, — ამ სლოგანით დღეს, 18 დეკემბერს 19 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში”. მათი განცხადებით, შსს-ს შენობასთან დღეს მდუმარე აქციას გამართავენ.

“პოლიცია, რომელიც წესით მოქალაქეებს უნდა იცავდეს, ძალადობს ადამიანებზე. ლუკა სირაძე სისტემის პირველი მსხვერპლი არ არის — დემურ სტურუა, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზურაბ დადეშელი, ლევან აბზიანიძე და სხვები — პოლიციის მხრიდან გულგრილობისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. იცვლებიან მთავრობები და შს მინისტრები, სისტემა კი უცვლელად უგულო და ბოროტი რჩება. შს სამინისტროსთან, გამჭვირვალე შენობასთან, რომელიც სისტემის დანაშაულებების დაფარვას მაინც ახერხებს — ჩვენ, მოქალაქეები შევიკრიბებით მდუმარედ. ამ ცხოვრების დედაც, ამ სისტემის დედაც, რომელიც 15 წლის ბავშვს ვერ იცავს, — წერია ორგანიზატორების განცხადებაში.