ლუკას გარდაცვალების გამო ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება გააუქმა

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ოპოზიციურმა პარტიებმა ხვალისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირების გაუქმება გადაწყვიტეს. ამის შესახებ მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„ლუკას ტრაგედიამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ხვალისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება გავაუქმოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობთ ჩვენ სამართლიან არაძალადობრივი პროტესტის სხვა ფორმებზე“, – წერია განცხადებაში.

ოპოზიცია მოზარდის გარდაცვლაების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სისტემური ცვლილებების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

„ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებს არ განვახორციელებთ. სისტემა სრულად წარმოგვიდგა მისი მანკიერი და ძალადობრივი ფორმით, აუცილებელია მისი დროული შეჩერება და შეცვლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.