სოფო კილაძემ განცხადება გააკეთა განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

მარიამ ახალკაცი

„მნიშვნელოვანია, რომ სამართლადამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად იკვეთება კითხვები სკოლასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან დკავშირებით“,- ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ სოფო კილაძემ განაცხადა.

იგი მოუწოდებს ყველას, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს საქმეს, რადგან საკითხი არასრულწლოვანს ეხება.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ლონდასთან. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა ინფორმაციაც შეეძლო მოეწოდებინა, მოგვაწოდა. მიმდინარეობს კიდევ საგამოძიებო მოქმედებები. ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც ჩართულები არიან ამ საქმეში და მათი ინტერესებიდან გამომდინარე მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას უფრო მეტი დეტალი მოგაწოდოთ.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს, რადგან ჩვენმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ამ ბავშვებს. თუ გვაქვს საშუალება, რომ დავიცვათ  არასრულწლოვნები ამ პროცესისგან და არ მოხდეს მათი დაზიანება. ყველას მოვუწოდებ, არასამთავრობო სექტორსაც, სამოქალაქო აქტივისტებსაც, რომ მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ საქმეს.

თქვენ თუ გინდათ ის მითხრათ, რომ სკოლას და სოციუმს არ აქვს მნიშვნელობა, ამაში ვერ დაგეთანხმებით. ძალიან მინდა, რომ სწორად იქნეს ჩემი სიტყვები აღქმული.

რა თქმა უნდა, ბავშვის პრობლემა ვერ დაინახა ვერც სამართალდამცეველებმა, ვერც სკოლამ და მათ ვინც ეს უნდა დაენახა. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმაზე რომ სხვა ბავშვი არ აღმოჩნდეს ასეთ მდგომარეობაში“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელიც სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, პოლიციაში გამოკითხეს და ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა.