„რას გინდათ მიაღწიოთ მიშას ასეთი მოპყრობით? საცოდავებო, ადამიანის წამება წესად გექცათ?” | ლამარა აბჟანდაძე „ოცნების” ხელისუფლებას

პოლიტპატიმარი პრეზიდენტის კადრებს, რომელიც მსოფლიომ „ვივა მედიდან” პირდაპირ ეთერში იხილა, საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით წერს:

„ოცნების კაცთმოძულე წევრებო! რას გინდათ მიაღწიოთ მიშას ასეთი მოპყრობით? მიაღწევთ იმას, რომ ხალხში ავტორიტეტს მთლიანად დაკარგავთ. საცოდავებო ისედაც თქვენი რეიტინგი ნულზეა დასული კიდევ რა გინდათ?ადამიანობა აღარ შეგრჩათ? ადამიანის წამება წესად გექცათ? გადახედეთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნის პრეზიდენტების ცხოვრებას და მოღვაწეობას. ყველგან პრეზიდენტები ან ყოფილი პრეზიდენტები ღირსეულად ცხოვრობენ . ეს მათი დაუწერელი კანონია. ჩვენთან? პირველი პრეზიდენტი გამსახურდია მოკლა ისევ ქართველებმა. ახლა მესამე პრეზიდენტს იგივეს უპირებთ?სასიკვდილოდ გაიმეტეთ? ყოჩაღ თქვენ!მოერიეთ ხომ დაავადებულ, ფიზიკურად დაუძლურებულ ადამიანს? ქოცებო ვაჟა არ წაგიკითხავთ? “არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი ახრჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვას დამრჩვალსა სწამლობდე” – წერს ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში.