გადაიყვანეთ პრეზიდენტი სააკაშვილი რეანიმაციაში | რასა იუკნევიჩიანე საქართველოს ხელისუფლებას

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში:

„პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და ყოველწუთიერად უარესდება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუშვან მისი სასწრაფოდ გადაყვანა კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საჭირო მკურნალობის მისაღებად. პოლიტიკური მსჯელობის დრო აღარ არის.”, – წერს ევროპარლამენტარი twitter-ზე.