ბათუმში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებული, გელა ჭაღალიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

მარიამ ახალკაცი

ბათუმში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებული, გელა ჭაღალიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გელა ჭაღალიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

“ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა  დაწყებულია, პოლიციელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ფაქტებზე. საქართველოს “სისხლის სამართლის კოდექსის” 353- პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 19. 353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.  სასჯელის სახით აღნიშნული ქმედება 16 დან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულმა კანონით გათვალისწინებული დუმილის უფლება გამოიყენა და გამოკითხვაზე უარი განაცხადა.

2 დღის წინ, ბათუმში, პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძეს მოქალაქე გელა ჭაღალიძემ კისრის არეში ცივი იარაღით მძიმე ჭრილობები მიაყენა.

პოლიციელი ამ დრომდე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო თუმცა ახლა ის მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება.

მედიკოსების თქმით, პაციენტს ჯანმრთელობის დადებითი დინამიკა აღენიშნება