მახაჩკალაში სკოლებში მოსწავლეების ევაკუაცია მიმდინარეობს

მახაკალაში, №8, №10, №29 და №5. სკოლებში მოსწავლეების ევაკუაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ევაკუაცია უცნობის მიერ მიღებული გაფრთხილების შემდეგ დაიწყეს. საქმე იმაშია, რომ პოლიციაში შევიდა ზარი სკოლებში ბომბების არსებობის თაობაზე.

ადგილზე მუშაობენ კინოლოგები და პოლიციის თანამშრომლები.

ამ წუთებში დაღესტნის ძალოვანმა უწყებამ დაადასტურა ინფორმაცია მახაჩკალაში შენობების დანაღმვის შესახებ.

წყარო: gazeta.ru