“სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში მედიის პლურალიზმის წინააღმდეგ მიმართული დარტყმაა”

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი.

მიატოვიჩის განცხადება ცოტა ხნის წინ ეუთოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

დუნია მიატოვიჩის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის წინააღმდეგ მიმართული დარტყმაა.

ეუთო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი.

“არხმა უნდა გააგრძელოს სრული დამოუკიდებლობით სარგებლობა და შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა საზოგადოების ინტერესისთვის. წამყვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლო მცდელობები სერიოზულად გამოუთხრის ძირს პლურალისტურ მედია გარემოს,” – წერია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.