ანკარა ყირიმს კვლავ უკრაინის ნაწილად მიიჩნევს

ანკარა ყირიმს არ ცნობს რუსეთის ტერიტორიად – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტის წინ განაცხადა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ მის უკანონო ანექსიას რუსეთის მიერ. ჩვენთვის მთავარია მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება უკრაინასთან და ყირიმში მცხოვრებ თათრებთან. მათ მდგომარეობას ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით“ – განაცხა ერდოღანმა.

ყირიმის რეგიონი 2014 წელს რუსეთმა საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა, თუმცა  უკრაინა მას  თავის განუყოფელ ნაწილად და რუსეთისგან დროებით ოკუპირებულ რეგიონად თვლის.

ცოტა ხნის წინ თურქეთმა  განაცხადა, რომ უკრაინულ ჯარს 50 მილიონი დოლარით დაეხმარებოდა.