სინოდის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

წმინდა სინოდის სხდომის მიმდინაროებისას საპატრიარქოსთან კოალიცია „სახალხო ტრიბუნების“ წევრები იმყოფებიან და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი საპატრიარქოსგან მევახშეობასთან და უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, „არ შეიძლება მართმადიდებლურ და ქრისტიანულ ქვეყანაში მევახშეობა ყვაოდეს“.

მათივე მოთხოვნაა, რომ ეკლესია გაიწმინდოს უშიშროების სამსახურებისგან კონტროლირებადი სასულიერო პირებისგან.