დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ

რუსეთის მხრიდან სერიოზული საფრთხის გამო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს.

საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ ნიდერლანდები, იაპონია, სამხრეთ კორეა, დანია, ისრაელი, ესტონეთი და ნორვეგია. ხოლო ლატვიამ არსებულ ვითარებას უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი უწოდა.

აღნიშნული ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად დატოვებას ურჩევენ, ხოლო მათ, ვინც ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ, მოუწოდებენ, თავი შეიკავონ უკრაინის შიგნით გადაადგილებისგან. ასევე, მათ ურჩევენ წყლის, საკვები პროდუქტების, თბილი საბნების, საწვავისა და სხვა საჭიროების ნივთების მომარაგებას.