საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი: „ჰამასი”  ვერ შეძლებს ისრაელის მაგივრად, თეოკრატიული ისლამისტური სახელმწიფოს შექმნას, რადგან ჰოლოკოსტი არასდროს არ განმეორდება

„როცა ათასი რაკეტა არის ისრაელის წინააღმდეგ მიმართული, ამ დროს ანტისმიტური სამუაროდან ამ წინადადების მიღება ,რომ თქვენ შეწყვიტეთ და საპასუხო იერიში არ გააკეთოთ, არის გაუგებარი“,- ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხამასი ვერასდროს შეძლებს ისრაელის მაგივრად შექმნას თეოკრატიული ისლამური სახელმწიფო , რადგან ჰოლოკოსტი არასდროს განმეორდება.

„ეს არის ნათელი სამყაროს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ამიტომ სამყარომ უნდა გადაწყვიტოს ვისკენ არის –  ნათელი სამყაროსა თუ საშინელი ტერორიზმის მხარეს. როცა ათასი რაკეტა არის ისრაელის წინააღმდეგ მიმართული, ამ დროს ანტისმიტური სამუაროდან ამ წინადადების მიღება , რომ თქვენ შეწყვიტეთ და საპასუხო იერიში არ გააკეთოთ, არის გაუგებარი. „ჰამასი”, რომელიც ფიქრობს, რომ უნდა შექმნას თეოკრატიული ისლამისტური სახელმწიფო ისრაელის მაგივრად,ეს აფსურდია, რადგან ჰოლოკოსტი არასდროს არ განმეორდება, ვერ შეძლებენ ისრაელი გააძევონ ამ რეგიონიდან“, – განაცხადა იციკ მოშემ.