შარლ მიშელი – საქართველოში ჩემი ვიზიტი გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზეა, რომელიც ევროკავშირს ძალიან აშფოთებს – მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ, რათა მოხდეს სიტუაციის განეიტრალება

ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე – ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ჩვენი შეხვედრის დროს მოვუწოდებ ამ მოქმედებისკენ, პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს შორის ოპოზიციასთან და მთავრობასთან. მე საშუალება მექნება, რომ შევხვდე და მქონდეს გულწრფელი საუბარი პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს და კონსოლიდირება მოახდინოს ამ დემოკრატიული ბაზების არამხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თვითონ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაცია, რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რათა გამყარდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა. ეს მიზნები, რა თქმა უნდა, ჩვენი ასოცირების შეთანხმებაშია ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია, ასახავს ევროპის მხარესაც და მოიცავს საქართველოს ვალდებულებებს“, – განაცხადა მიშელმა.