ჩინეთი რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოხატავს

ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს, უკრაინაში მისი შეჭრის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ინფორმაციას, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, Financial Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის პოზიციაზე აშშ-მა მოკავშირეები უკვე გააფრთხილა.

როგორც Financial Times წერს, ორი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რომელიც იცნობს ვაშინგტონის მიერ მოკავშირეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებას, რუსეთმა ჩინეთს 5 ტიპის აღჭურვილობით დახმარება სთხოვა, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავების გამანადგურებელი სახმელეთო სარაკეტო სისტემა. ამასთან, სხვა კატეგორიის იარაღი, რაც რუსეთმა მოითხოვა, მოიაცავს დრონებს, სადაზვერვო აღჭურვილობას, ბრონირებულ მანქანებს და მანქანებს, რომლებიც გამოიყენება ლოჯისტიკისა და მხარდაჭერისთვის. ამასთან, Financial Time-ის ინფორმაციით, შეტყობინებაში, რომელიც აშშ-მ მოკავშირეებს გაუგზავნა, არ არის დაკონკრეტებული დახმარების დონე და დრო, როდესაც მოსკოვი პეკინისგან დახმარებას მიიღებს.