საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 16 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 857 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 551 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 857 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 631 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 716 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 637 691.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 13.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.7%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 551 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 590 380.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 585 პირი ემსხვერპლა.