ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში დღგ და მოგების გადასახადი გაუქმდება

უკრაინის პრეზიდენტმა რადიკალური საგადასახადო რეფორმისა და ყველა კომპანიისთვის საგადასახადო შემოწმების გაუქმების შესახებ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მთავრობა აუქმებს დღგ-სა და მოგების გადასახადს. ამის ნაცვლად კი, წესდება ბრუნვის 2%-იანი გადასახადი. ამასთან, მცირე ბიზნესისთვის გადასახადის ნებაყოფლობით გადახდის პრინციპი იქნება.

„შეგიძლიათ, გადაიხადეთ, არ შეგიძლიათ – კითხვები არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. მისი განმარტებით, ეს საგადასახადო რეფორმის პირველი ნაბიჯებია.