„ომი უკრაინაში, სავარაუდოდ, მაისში დასრულდება, რადგან რუსეთს რესურსები ამოეწურება“ – არესტოვიჩი

„ომი უკრაინაში, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში დასრულდება, როდესაც რუსეთს ამოეწურება რესურსები მეზობელზე თავდასხმისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსები სამშვიდობო შეთანხმებაზე წამოვლენ.

„ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისის, მაისის დასაწყისის, ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება, შეიძლება ბევრად ადრე, ვნახოთ, მე ვსაუბრობ უახლეს შესაძლო თარიღებზე.

ან ძალიან სწრაფად დაიდება სამშვიდობო შეთანხმება, ერთ-ორ კვირაში, ან იქნება მცდელობა, რომ მეორე დარტყმა განახორციელონ, შესაძლოა, სირიელები შემოიერთონ, მაგრამ როდესაც მათაც გავანადგურებთ, ისინი შეთანხმებაზე წამოვლენ და ჯარების გაყვანა მოუწევთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.