,,სააკაშვილმა დამიბარა კაბინეტში და თამამდებობა შემომთავაზა” – მოსამართლე ლია ორკოდაშვილი

სააკაშვილმა დამიბარა კაბინეტში და თამამდებობა შემომთავაზა – ამის შესახებ მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა, ,,შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.

,,როდესაც მოსამართლე გავხდი, მიხეილ სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი და შემდეგ პრეზიდენტი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, დამიბარა კაბინეტში, არ ვიცი მას ახსოვს თუ არა, მაგრამ წესით უნდა ახსოვდეს. მითხრა, რომ მე თქვენი ბიოგრაფია და გამოცდილება ვიცი და თუ გაქვთ სურვილი, რომ ვაკე-საბურთალოს ან კრწანისი-მთაწმინდის თავმჯდომარე გახდეთო. დავიწყოთ იქიდან, რომ მე ჯერ მოსამართლეობის გამოცდილება არ მქონდა. მეორე, მე სწორედ იმიტომ ჩავაბარე გამოცდა, რომ მინდოდა მოსამართლე ვყოფილიყავი და ადმინისტრაციულ თანამდებობას შეიძლებოდა, ამაში ხელი შეეშალა. მე ეს ავუხსენი სააკაშვილს, აბსოლუტურად გამიგო და დამთანხმდა.” – განაცხადა მოსამართლემ.