პენიტენციურ სამსახური – მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე გადაყვანილია სასამართლოს შენობაში.

სასამართლოს შენობასთან იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს 7 ნოემბრის ეპიზოდზე გაიმართება. საქმეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.