სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვების გამო „გირჩს“ უჩივლა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ პარტია „გირჩს“ საკუთარ სატელევიზიო არხზე უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვების გამო უჩივლა, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი Facebook -ის გვერდზე გაშვებულ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

როგორც ჯაფარიძებ აღნიშნა,  ბრალდებას არ აქვს სხვა მიზანი გარდა წინასაარჩევნოდ პარტიის დროის გაცდენისა. მისივე თქმით, საქართველოში ყველა დიდი პარტიას აქვს თავისი ტელევიზია, ისინი უბრალოდ მალავენ ამას, “გირჩი” კი ერთადერთა რომელმაც პირდაპირ დაადო საკუთარი ლოგო თავისივე არხს. როგორ აუდიტმა დათვალა, დავა 828 ლარის ღირებულების სატელევიზიო რეკლამას ეხება, ხოლო პარტიას 1 600 ლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება