ტრადიცია გრძელდება – ’’ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“

ტარიელ ზივზივაძე

მოძრაობა KAR.GE

2016 წლის 23-24 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით წინასაახალწლო ორდღიანი დღესასწაული – „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ ჩატარდება.

მომხმარებლის წინაშე თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ მწარმოებლები: გრინპაკი, კამპა, IZOSIAS, სიგარილა, ნეოფარმი, ივერია, საქართველოს სათბურის კორპორაცია, ლიმონათი იბერია, ესპრესსო ჯორჯია, უნიფიშ, gama, ჩერი, ქართული ნატურალური ნობათი, bakehouse, ბებოს ნობათი, ნიკორა, ნაზვრევი, გრეიფი, ბალიშების სალონი, პატარიძეების რაჭული, სიმონ ჩხეიძის მარანი, ეიჯი მიკროელექტრონიკსი. ადგილზე წარმოდგენილი იქნება როგორც საკვები [ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ჩურჩხელა, ღვინო და ა.შ.], ისევე არასაკვები პროდუქცია. მაგალითად ქართული ტელევიზორები, ნათურები, ჰიგიენური ნაწარმი, შამპუნი და ა.შ.

ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში შექმნილ ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში დაინტერესებულ მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც დათვალიერება, ასევე სასურველი პროდუქციის შეძენაც. მოეწყობა დეგუსტაციები, იქნება უამრავი გათამაშება და ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო სხვა აქტივობები.

მოძრაობა KAR.GE -ს მისია ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდაა. ამ მიზნით სხვა საქმიანობებთან ერთად მოძრაობა KAR.GE პარტნიორებთან ერთად პერიოდულად აწყობს გამოფენა-გაყიდვებს, ფესტივალებს და ერთვება საერთაშორისო ექსპოებშიც.

საქართველოში სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლასთან ერთად მოძრაობა KAR.GE-მ 2015 წლის 26-27 სექტემბერს და 2015 წლის 18-20 დეკემბერსაც ჩაატარა ანალოგიური ფესტივალები. 2016 წლის 20-24 ოქტომბერს კი მოძრაობა KAR.GE-მ სამხრეთ კორეაში გამართულ საერთაშორისო ექსპო – IFFE 2016- ზე 46 ქართველი მწარმოებლის 124 სხვადასხვა პროდუქტი წარადგინა 17 კატეგორიაში.

ეს ტრადიცია ამაყად გაგრძელდება 2016 წლის 23-24 დეკემბერს.

დასწრება თავისუფალია. შეგიძლიათ მობრძანდეთ 10:00-18:00 დღის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ – 577 73 79 64

კომენტარის დატოვება