ქალები ფემიციდის წინააღმდეგ! 8 მარტს ქალთა მოძრაობა აქცია-პერფონმანსს გამართავს

ფემიციდის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობა 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს, 15:00 საათზე ფილარმონაისთან აქცია-პერფორმანსს გამართავს. ქალთა მოძრაობაში აცხადებენ, რომ ფემიციდში დამნაშავეს ყველა სხვაში ხედავს და დროა პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს.

“ქალთა მოძრაობა ფილარმონიის წინ გამართავს პერფომანს იმ გულგრილობის გასაპროტესტებლად, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს ქალზე ძალადობის მიმართ. თუ ხარ ქალი, თუ თვლი რომ ქალებს ქალობისთვის სჯიან, თუ იბრძვი საკუთარი და სხვა ქალების უფლებების დასაცავად — მოდი!” — წერს ქალთა მოძრაობა.