ედვარდ სნოუდენი გლობალურ კიბერშეტევაზე

ჰაკერული ჯგუფის გლობალური კიბერშეტევა განხორციელდა. ამ გლობალური შეტევით ვირუსულმა პროგრამამ მსოფლიოს 99 ქვეყანაში 75 ათასამდე კომპიუტერი დააზიანა. ედვარდ სნოუდენი არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესთან კავშირშია ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო. მისი მტკიცებით, სააგენტოს ადრე რომ მიეღო ზომები, შესაძლოა თავდასხმა აცილებული ყოფილიყო და არ დაზარალებულიყო ათასობით მომხმარებელი.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი ამჟამად რუსეთში იმალება. მან ტვიტერზე საჯაროდ დაადანაშაულა სააგენტო და განაცხადა, რომ მასშტაბური კიბერშეტევა პროვოცირებულია ვირუსით WannaCry.

-სააგენტომ (АНБ) შექმნა ამერიკული სოფტის გასატეხი ინსტრუმენტი, რომელმაც საბოლოო ჯამში საფრთხე შეუქმნა ასობით პაციენტის სიცოცხლეს“-დაწერა ტვიტერზე სნოუდენმა.

სნოუდენმა ისიც აღნიშნა, რომ სააგენტომ გაფრთხილების მიუხედავად შექმნა სოფტზე თავდასხმის საშიში ინსტრუმენტი  და წუხანდელი კიბერშეტევა ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას გამოიწვევს ასეთი მოქმედებები.

 ჰაკერული ჯგუფის გლობალური კიბერშეტევა განხორციელდა. იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4/