BMW, Apple, Ford რუსეთში გაყიდვებს აჩერებს

უდიდესი კომპანიები, როგორიცაა BMW, Apple, Ford უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთში გაყიდვებს აჩერებს.

Ford-ის თანახმად, რუსეთში კომპანია ჩართული იყო კომერციული ავტომობილების წარმოებითა და ფლობდა წილს გაყიდვების კომპანიაში, თუმცა შექმნილი ვითარების გამო რუსეთში ოპეერაციებს აჩერებს.

რუსეთში შეაჩერა საკუთარი პროდუქციის გატიდვები Apple-მაც. ინფორმაციას Reuters ავცრცელებს.

კომპანიამ ასევე შეზღუდა საგადასახადო სისტემა – Apple Pay და სხვა მომსახურებები. ასევე შეიზღუდა Russia Today-ს სიახლების ჩამოწერა.

რახ შეეხება BMW -ს, როგორც გერმანული კორპორაციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, კომპანია კალინინგრადში ავტომობილების წარმოებას აჩერებს და რუსეთში მანქანების ექსპორტსაც წყვეტს.

„ვგმობთ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოვლენებს უდიდესი შეშფოთებით ვაკვირდებით. მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ადგილობრივ წარმოებასა და რუსეთის ბაზარზე ექსპორტს ვწყვეტთ“, – განაცხადეს კომპანიაში.