„იმ პარლამენტარებს ვეკითხები, ვინც ასე არ ფიქრობს,რას დადუმებულხართ? ხმა ამოიღეთ,სანამ დროა!“

სოსო მანჯავიძე

-“მოკლედ, ქორწინების დეფინიცია არ შევა კონსტიტუციაში,ვინაიდან ,თურმე, ვენეციის კომისია ყოფილა უკმაყოფილო.
მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა არ შევა კონსტიტუციაში,ვინაიდან, თურმე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გაწყრებიან.
პრეზიდენტის არჩევა არ შეიძლება ,ვინაიდან თურმე,შეიძლება ქართველმა ხალხმა შეიძლება პრორუსული პრეზიდენტი აირჩიოს.
ახლა იმ პარლამენტარებს ვეკითხები,ვინც ასე არ ფიქრობს,რას დადუმებულხართ, ჩუგოშვილი გადგათ იარაღით თავზე თუ სხვა “ახალი რესპუბლიკელები” წიწამურში რომ წამოაჯინა საქართველოს კვირიკაშვილმა სამარცხვინოდ?
გარწმუნებთ,რომ გაცილებით საშიში რამეებიც არსებობს ამქვეყნად.
ხმა ამოიღეთ,სანამ დროა.არ ჩაივლის ეს საქმე. ასე.ცუდი სუნი აუვიდა უკვე ამ ყველაფერს!”