ლტოლვილთა სამინისტრომ 166 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხი დაუფარა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრებ 166 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხი დაუფარა.

„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტს სამინისტრო 2015 წლიდან წარმატებულად ახორციელებს. ამ დრომდე, სამინისტრომ სესხი 93 დევნილ ოჯახს უკვე დაუფარა.