აუტსაიდერი ქართველი პოლიტიკოსები და დემორალიზებული საქართველო!

   ჯუმბერ კირვალიძე

     პოლიტოლოგი

-“დიახ, აი უვე 25 წელია, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და აქედან გამომდინარე, ამდენივე წელია სუვერენულ საქართველოში გაჩნდა ქართული პოლიტიკური პარტიები და ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც, როგორვ ცივილიზებულ დასავლეთშია მიღებული, საკუთარ თავს უწოდებენ “პოლიტიკურ კლასს”! ომახიანად, რაღაც აღმატებულად კი ჟღერს, არა? კი, მაგრამ, დასავლელი კოლეგებისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში, საქართველოს პოლიტიკურ არენაზე მათი 25 წლიანი “მოღვაწეობა”, უწინარესად პირადულ ინტერესებს ემსახურება, ვიდრე სახელმწიფოსას!

ამ 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები “წავიდნენ პოლიტიკაში”, მაგრამ მცირე გამონაკლისის გარდა, ნაცვლად იმისა, რომ ქართული პოლიტიკისთვის “რაიმე შეემატებინათ”, – ამ საქმეში “ვერ ივარგეს”! ასე რომ, საკუთარ “პირველად” პროფესიებს ჩამოცილდნენ რა, “ორმაგად დააზარალეს” ქვეყანა!..

საკმარისია თვალი გადავავლოთ განვლილ 25 წელს, საქართველოს უახლოესი ისტორიის ამ მონაკვეთზე მოქმედ პოლიტიკოსთა გალერეას და დამერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნისათვის დიდი გამართლება იქნებოდა, რომ ამ პოლიტიკოსთა 90% სულ არ გაკარებოდა ქართულ პოლიტიკას, რადგანაც მათი “პოლიტიკური” მოქმედენების გამო, საქართველო არაერთხელ დემორალიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა!

სამწუხაროდ, ქართველების ეს თაობები, პოლიტიკაში ისეთი ნიჭიერები, გამჭრიახენი და რაც მთავარია, გონიერები ვერ აღმოჩნდნენ, როგორც სხვა სფეროებში! დიახ, ქართველი პოლიტიკოსები აუტსაიდერები არიან და მათი “მიღწევების” შედარება შეუძლებელია, ქართველი – მეცნიერების, ლიტერატორების, ხელოვნების მოღვაწეების, მასწავლებლების, ექიმების, სპორტსმენების, ფერმერების, პოლიციელების, ჯარისკაცების და თითქმის ყველა სხვა პროფესიების წარმომადგენლების მიღწევებთან! და მიუხედავად ამისა, ისეა მოწყობილი სახელმწიფოს ფუნქციონირება, რომ 8 ოქტომბერს, სწორედ ამ დამსახურებულმა ქართულმა საზოგადოებამ, არსებული პოლიტიკური სპექტრიდან უნდა აირჩიოს საქართველოს ახალი პარლამენტი, რომელიც დაამტკიცებს ახალ მთავრობას, ვნახოთ, რამდენად “ახალი” და ეფექტური იქნება “ახალი ხელისუფლება”!..

მაინც არ დავკარგოთ იმედი, რომ თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსთა შორის გამოჩნდებიან პიროვნებები, რომლებიც დადებითად შეცვლიან მათდამი საზოგადოების დამოკიდებულებას და ქართველი ხალხის გულწრფელ პატივისცემას დაიმსახურებენ!!..

 

 

 

კომენტარის დატოვება