ობამა: თურქეთი ნატოს ძლიერ პარტნიორად რჩება

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მიუხედავად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა, თურეთი ნატოს ძლიერ პარტნიორად რჩება.

-„ჩვენ ვერ შევნიშნეთ უსაფრთხოების ზომების ეფექტურობის კლება, თურქეთი ნატოს ძლიერ პარტნიორად რჩება“-განაცხადა ობამამ.

გავრცელებული ინფორმაციით ობამა და ერდოღანი გიულენის ექსტრადაციის საკითხს სამიტზე G20 განიხილავენ. გიულენს თურქეთის ხელისუფლება სახელმწიგო გადატრიალების ორგანიზებაში სდებს ბრალს.

კომენტარის დატოვება