„პირველი ნაბიჯი“ 11 მაისს აუტიზმის ახალ ცენტრს ხსნის

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პირველი ნაბიჯი“ ქ. თბილისში, ლუბლიანას 21ბ-ში აუტიზმის ცენტრი გახსნა, სადაც 11 მაისს აუტისტური სპექტრის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან მუშაობისახალი მეთოდის პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის არიან თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, გერმანიის საელჩოს და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“-ს წარმომადგენლები. ასევე ორგანიზაციები, რომლებმაც დახმარება გაუწიეს პირველ ნაბიჯს აუტიზმის ცენტრის გარემონტებასა და აღჭურვაში.

აუტისტური სპექტრის, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონებავშვებთან მუშაობა ABA თერაპიის გარდა,ახლა უკვე ახალი და ეფექტური მეთოდით გახდა შესაძლებელი, რომელიც პირველ ნაბიჯშისაერთაშორისო ექსპერტებისა და პროფესიონალების დახმარებით ინერგება. DIR / Floortime-ზე დაფუძნებული თერაპიის მიზანია ბავშვთან ეფექტური ურთიერთქმედება მისი განვითარებისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ თერაპევტისა და ბავშვის პარტნიორული ურთიერთობით მიიღწევა. მიუხედავად თერაპიის ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესისასპეციალისტები წარმატებულ შედეგებს აღწევენ, რაც გამოიხატება ბავშვის უნარში მიიღოს, გადაამუშავოს და გაანალიზოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, თავადმიიღოს გადაწყვეტილება, იმოქმედოს დამოუკიდებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუშაობის დროს მშობლებისთვის თერაპიული ტექნიკების  სწავლება დამათი აქტიური ჩართულობა, რაც პროცესს კიდევ უფრო შედეგიანს ხდის.

მსოფლიოშიაუტისტური სპექტრის დიაგნოზისმატებისტენდენციაშეიმჩნევა, მაგრამჯერჯერობითდაუდგენელია, ესრეალურიმატებაა, თუამოცნობისგაუმჯობესებითარისგანპირობებული. მაგალითად, 10 წლისწინდაახლოებით 10 000 ადამიანშიაუტიზმისრამდენიმეშემთხვევავლინდებოდა, ახლაკი 100 ადამიანიდანერთიდაზოგჯერმეტიშემთხვევაფიქსირდება.

პირველი ნაბიჯი 18 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე, რათა უზრუნველყოს ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება. პირველი ნაბიჯის სპეციალისტები რამოდენიმე მიმართულებით მუშაობენ ბავშვებთან და წარმატებული შედეგები დღითიდღემატულობს.“

ორგანიზაციაახორციელებსშემდეგპროგრამებს:

  1. ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა
  2. აუტიზმის პროგრამა – ABA თერაპია და „ფლორთაიმი“
  3. სასკოლო მზაობის პროგრამა
  4. ჯგუფური თერაპია თამაშით
  5. მეტყველების თერაპია
  6. კვების თერაპია
  7. სენსორული ინტეგრაციის პროგრამა
  8. დღის ცენტრი
  9. ბინაზე მოვლა
  10. სამედიცინო მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის და პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე – facebook.com/firststepgeorgia/

საკონტაქტო პირი: გუჩი თავხელიძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი

+995 599 26 55 88  /  g.tavkhelidze@firststep.ge