თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, მესამე პრეზიდენტი გარეთ იქნება – მოსამართლე

თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, მესამე პრეზიდენტი გარეთ იქნება – ამის შესახებ მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა ,,ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რეზონანსულ საქმეზე გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის ჩარჩოებში და შინაგანი რწმენით მიიღებს.

,,ჯერ ერთი, სასჯელაღსრულების დაწესებულება ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს და არა სასამართლო ხელისუფლებას. ამასთან, როდესაც ჩვენ მოგვდის საბუთი, სადაც წერია რომ პატიმარი ვერ მოგვყავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ხომ არ ვართ ექიმები და ექსპერტები? ეს ადამიანი გზაში რომ გახდეს ცუდად , ან სასამართლოზე რამე დაემართოს, რა უნდა ვქნათ?!

თუ ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე, რომ გაითვალისწინოს ყველა ის გარემოება რაც ხდება ყოფილი პრემიერის ირგვლივ და შეიწყალოს ის, ჩვენ რომ პატიმრობა არ გაგვეუქმენინა, როგორც აღკვეთი ღონისძიება, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა, ახლა თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ მას შეიწყალებს, სააკაშვილს ჩვენგან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთა აღარ აქვს და ის გარეთ იქნება”- თქვა მოსამართლემ.