„თუ სააკაშვილს პროცესზე არ მოიყვანენ, საქმეს არ განვიხილავთ“ – მოსამართლე

მოსამართლე ლიანა ოკრიდაშვილი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არ მიიყვანენ, მისი საქმის განხილვა არ შედგება.

„ალბათ, ვერავინ გაბედავს კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს, თუ ისინი იტყვიან, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია, რომ არ მოიყვანონ. მაგრამ თუ არ მოიყვანენ, ჩვენ მის გარეშე საქმეს არ განვიხილავთ“, – აღნიშნა ლიანა ორკოდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება.

ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.