(ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი, მას ნინო ლომჯარია მოინახულებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილს დღესვე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოინახულებს. სახალხო დამცველი ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიდის.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.