მამუკა მდინარაძე: დიდი მადლობა სამართალდამცავ უწყებებს, რომლებმაც აღკვეთეს უდიდესი პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტიურისტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ

დიდი მადლობა სამართალდამცავ უწყებებს, რომლებმაც აღკვეთეს უდიდესი პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტიურისტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიერ იგეგმებოდა პროვოკაცია და ამის აღკვეთა მოხდა.

„დიდი მადლობა ქართველ სამართალდამცავ უწყებებს, რომლებმაც აღკვეთეს უდიდესი პროვოკაცია და როდესაც ყველაფერი ნათელი ხდება, კარგად ხვდებით, რომ ეს იყო უდიდესი პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტიურისტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ და საბედნიეროდ, ეს იქნა აღკვეთილი. ამ მაღალი კლასით შესრულებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ სამართალდამცავებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.