არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე, მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი არ მქონდა – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე სავარაუდოდ დაკავებამდე ჩაწერილი ვიდეომიმართვა გავრცელდა.

„დიდი ალბათობით, მე ახლა დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა, თქვენ იცით. მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი არ მქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.