სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის –  იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი – ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც განთავისუფლდება და ქვეყანაც – ნიკა მელია

სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის –  იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი – ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც განთავისუფლდება და ქვეყანაც – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად.

,,დღეს ყველანი ვხედავთ ,,ქართული ოცნების” ისტერიას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო. ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად. მთელს მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას. მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის. მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ სააკაშვილიც განთავისუფლდება და ქვეყანაც. ციხეში ყოფნა არ არის პრობლემა, განსაკუთრებით მისთვის. პრობლემაა, როცა ქვეყანა ემსგავსება ციხეს. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ უამრავი ადამიანი მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას” – განაცხადა მან.